Friday, July 18, 2014

II დონის ტრენინგები


კურსის მიზანი :
საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ინფორმაციულ-სკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის შესაბამისად.

სამიზნე ჯგუფი:   საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებლები.
წინა-საკვალიფიკაციო მოთხოვნა.იმისათვისრომ მასწავლებელმა აღნიშნული კურსი გაიაროს, ის უნდა ფლობდეს შემდეგ კომპეტენციებს
·              ტექსტურ რედაქტორში მუშაობას
·              ინტერნეტში ძიებას;
·              ელ-ფოსტის მოხმარებას.


ტრენინგი კურსის შინაარსი შედგება ოთხი მოდულისგან:

მოდული  I     - კურსის შესავალი
მოდული  II   - გაკვეთილის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით
მოდული  III - სასწავლო პროექტის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით
მოდული  IV  - თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით
კურსის ხანგრძლივობა : მოიცავს 4 მოდულსკურსის სრული ხანგრძლივობაა 13 სამსაათიანი ტრენინგი.